|
2017-02-09 15:36:30, 2458 ნახვა
ეკონომიკა
„სტარტაპ საქართველოს“ მაღალტექნოლოგიურ კომპონენტში მონაწილე სტარტაპებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ტექნოპარკში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე პროექტ ,,სტარტაპ საქართველოს’’ პირველი ნაკადის,მაღალტექნოლოგიური მიმართულების, ფინალისტ და გამარჯვებულ გუნდებს შეხვდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი სტარტაპებს შორის გამოცდილების გაზიარება, საერთო გამოწვევებსა და წარმატების შესახებ საუბარი იყო. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს პროექტის დახვეწის და პროგრამის მეორე ეტაპის უფრო წარმატებით განხორციელების გზებზე. შეგახსენებთ, რომ პროგრამა ,,სტარტაპ საქართველოს“ ინიცირება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში მოხდა. პროექტი განახორციელა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ და საპარტნიორო ფონდმა. მიღებული განაცხადები განაწილდა ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური ბიზნესის მიხედვით და შეფასდა საერთაშორისო ექსპერტების მიერ. პროექტის ფარგლებში შეირჩა 51 ფინალისტი, რომელთაგან 100 000 ლარიანი დაფინანსება 20-მა სტარტაპმა მოიპოვა შემდეგი მიმართულებებით: ფინანსური ტექნოლოგიები, ტურიზმი, აგროკულტურა, ჯანდაცვა, ხელოვნური ინტელექტი, კომპიუტერული თამაშები, რეკლამა, ვირტუალური რეალობა. ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური ბიზნეს იდეების გამარჯვებულების რაოდენობა ჯამში 65 -ს შეადგენს. პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფომ 11 მილიონი ლარი გამოყო, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, მეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს. პროგრამას ,,სტარტაპ საქართველო’’ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 2017 წელსაც განახორციელებს. (NS)
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)