|
2017-02-07 14:15:57, 2505 ნახვა
პოლიტიკა ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ბელარუსის სამთავრობო დელეგაციასთან ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბელარუსის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის წევრებთან საქართველოსა და ბელარუსს შორის ორმხრივი ურთიერთობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ბელარუსის სამთავრობო დელეგაცია საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და მის შემადგენლობაშია მრეწველობის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ოგოროდნიკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ანდრეი ევდოჩენკო და არქიტექტურისა და მშენებლობის მინისტრის მოადგილე დიმიტრი სემენკევიჩი. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ურთიერთობის განვითარების ზრდად დინამიკაზე. გამოიკვეთა სტრატეგიული საკითხები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას. ითქვა, რომ დიდია პოტენციალი ორმხრივ ვაჭრობაში, სოფლის მეურნეობაში, ტრანსპორტში, მრეწველობაში და სხვ. ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიით ბელარუსული ბიზნესის დაინტერესების საქმეში. შეხვედრა ასევე დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, საქართველოს ელჩი ბელარუსში დავით კოტარია და ბელარუსის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მიხაილ მიატლიკოვი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)