23:31 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-07 14:03:53, 2928 ნახვა

ეკონომიკა
აჭარის ტურისტული შესაძლებლობები ლატვიელი ვიზიტორების ყურადღების ცენტრში მოექცა

აჭარის საზღვაო კურორტები და ეკოტურისტული შესაძლებლობები ბალტიისპირეთში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ტურისტულ გამოფენაზე ყურადღების ცენტრში მოექცა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული შესაძლებლობები  ლატვიაში, რიგის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე "Balttour 2017“ წარადგინა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდზე წარნოდგენილი აჭარის კუთხე ტუროპერატორებისა და ვიზიტორების სიმრავლით გამოირჩეოდა.

"Balttour 2017" ბალტიის ქვეყნებში უმხვილესი ტურისტული გამოფენაა, სადაც მიმდინარე წელს 850 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მსოფლიოს 41 ქვეყნიდან მონაწილეობდა. გამოფენაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელმა სამომავლო თანამშრომლობის მიზნით არაერთი საქმიანი შეხვედრა გამართა სხვადასხვა ტურისტული და პიარ კომპანიების წარმომადგენლებთან. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი წელს პირველად, რეგიონის ტურისტული პოტენციალის რეკლამირებას ლატვიაში გეგმავს. დეპარტამენტი პიარ და მარკეტინგულ აქტივობებს აჭარის, როგორც მიმზიდველი ტურისტული ადგილის წარმოსაჩენად ლატვიაში გაზაფხულზე დაიწყებს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics