|
2017-02-06 14:25:35, 2475 ნახვა
მსოფლიო
ამერიკის კონგრესში დემოკრატები ტრამპის რუსეთთან კავშირების თაობაზე გამოძიების დაწყებას მოითხოვენ
ამერიკის კონგრესში დემოკრატიული ფრაქციის ხელმძღვანელი, ნენსი პელოსი გამოძიების ფედერალურ ბიუროს მოუწოდებს ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რუსეთთან ურთიერთობები შემოწმდეს,-ამის შესახებ ნენსი პელოსმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა. როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, რუსეთთან ფინანსური, პირადი და პოლიტიკური კავშირები უნდა შემოწმდეს. "მინდა რუსეთთან ტრამპის ურთიერთობების შესახებ ვიცოდეთ. მათ რუსეთთან ფინანსური, პირადი და პოლიტიკური კავშირები უნდა გამოიძიონ. გვინდა, რომ საგადასახადო დეკლარაციებსაც გავეცნოთ ", - განაცხადა პელოსმა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ზაფხულში, FBI-მ ამერიკის საპრეზიდენტო კამპანიაში რუსეთის შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით, მტკიცებულებების მოპოვების მიზნით ფართომასშტაბიანი გამოძიება დაიწყო. აგენტებმა ტრამპის რუსულ ბანკებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან შესაძლო ფინანსური კავშირები გამოიკვლიეს. თუმცა, რაიმე სახის პირდაპირი ან ირიბი მტკიცებულება ვერ იპოვეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)