22:25 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-01 15:03:53, 2449 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი კრისტიან დენიელსონს ხვდება

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორ კრისტიან დენიელსონს ხვდება. 

მხარეები საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობას განიხილავენ, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის, კერძოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. საუბარი ეხება იმ მხარდაჭერას, რომელსაც ევროკავშირი უწევს საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) აღებული ვალდებულებების განხორციელების მიმართულებით. 

შეხვედრას, ასევე, ესწრებიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ევროპის საგარეო საქმიანობის სამსახურის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელი თომას მეიერ ჰარტინგი.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics