|
2017-01-30 13:15:05, 2341 ნახვა
ეკონომიკა
კომპანია „პანცილიონის“ საიმიჯო სახეები მანიკა ასათიანი და ნუკა ყარალაშვილი გახდნენ
კომპანია “პანცილიონის“ საიმიჯო სახეები ქართველი მოდელი და ტელეწამყვანი - მანიკა ასათიანი და “მის საქართველო 2015“ ნუკა ყარალაშვილი გახდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კომპანიის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების თუ სარეკლამო რგოლების აქტიური მონაწილეები იქნებიან. როგორც კომპანია“პანცილიონის“ პიარისა და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი მარიამ ბანცური აცხადებს, მანიკასთან და ნუკასთან თანამშრომლობა კომპანიამ გასულ წელს დაიწყო და იმედოვნებს, რომ ეს თანამშრომლობა დიდხანს გაგრძელდება. მანიკა ასათიანი: “კომპანია “პანცილიონის“ შეთავაზებას სიამოვნებით დავთანხმდი. ძალიან მომწონს ამ კომპანიის ავეჯი, აქ მომსახურებაც მაღალი დონისაა... მოკლედ, მე თვითონაც ამ კომპანიის მომხმარებელი ვარ და მათი მომსახურებით უზომოდ კმაყოფილი ვარ. ყველას ვურჩევ გახდეს “პანცილიონის“ მომხარებელი“. ნუკა ყარალაშვილი: “ კომპანია “პანცილიონი“ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი მოწინავე ბრენდია. ამას ისიც ადასტურებს, რომ გასულ წელს იგი წლის საუკეთესო კომპანიად დასახელდა. ამიტომ მოხარული ვარ, რომ ასეთი წარმატებული კომპანიის სახე ვარ. უკვე მოეწყოპირველი ფოტოსესია, რომელიც შესანიშნავი გამოვიდა. სხვაგვარად არც შეიძლებოდა, რადგან “პანცილიონის“ ლამაზი და კომფორტული ავეჯი ნებისმიერი ფოტოსესიისთვის შესანიშნავი ფონია. ასე რომ, პანცილიონის შოურუმები იდეალური ლოკაციაა ნებისმიერი სახის ფოტოსესიის მოსაწყობად“. ცნობისთვის, კომპანია “პანცილიონი“ 2002 წლიდან არსებობს და ამ ეტაპზე წარმოდგენილია სამი მაღაზიით თბილისში: ჯავახეთის ქ. 69-ში, ერისთავის ქ. 17-ში და აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. შოურუმში წამროდგენილია ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან იმპორტირებული ყველანაირი სახის ავეჯი. გერმანული, ბელგიური, პოლინური, უკრაინული და სხვა. გარდა ამისა, კომპანიას აქვს საწარმო, სადაც 2007 წლიდან რბილ ავეჯს და ლეიბებს, ხოლო 2016 წლიდან ყველანაირი სახის ავეჯსა აწარმოებს. გაზაფხულიდან “პანცილიონი“ ახალ საწარმოს ხსნის და ადგილობრივი ნაწარმის საფრანგეთსა და ბელგიაში იმპორტს გეგმავს. გასულ წელს, ერის მომაგეთა დაჯილდოების ცერემონიაზე, კომპანის “პანცილიონი“ 2016 წლის საუკეთესო ავეჯის კომპანიად დასახელდა.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)