|
2017-01-30 10:55:58, 2727 ნახვა
სამართალი
ე.წ. ბავშვთა სამყაროს შენობაში ხანძარი ლოკალიზებულია - დაშავდა 1 მეხანძრე
ე.წ. ბავშვთა სამყაროს შენობაში ხანძარი ლოკალიზებულია, - ამის შესახებ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თეა პერტაია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. მისი ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზების დროს 1 მეხანძრე დაშავდა. „შეტყობინებიდან 5-6 წუთში მეხანძრეები ადგილზე იყვნენ, მობილიზებული იყო 31 სახანძრო ბრიგადა, ხანძარი ლოკალიზებულია, დაშავებულია 1 მეხანძრე,მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები“, - წერს თეა პერტაია. ცნობისთვის,ხანძრის შედეგად, იქ მოვაჭრე ათეულობით ადამიანი დაზარალდა. მათი თქმით, ცეცხლი დილის 3 საათზე ჯერ საბითუმო ბაზრობაზე გაჩნდა, შემდეგ კი მთლიანად შენობაზე გავრცელდა. ცეცხლის გაჩენის მიზეზები უცნობია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)