20:03 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-28 14:30:44, 1819 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ბესელია: კონსტიტუცია არ იწერება არც პრეზიდენტისთვის და არც პრემიერ-მინისტრისთვის

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, სამუშაო ჯგუფის სხდომაზე კონკრეტული გადაწყვეტილებები პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით არ მიღებულა და ამ ეტაპზე მხოლოდ უფლებამოსილების ფარგლებზე მსჯელობენ.

როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს კომისიის სხდომის მიმდინარეობისას განუცხადა, თუ ჯგუფი წმინდა საპარლამენტო მოდელზე შეჯერდება, პრეზიდენტის არჩევის წესიც ამის შემდეგ გახდება ნათელი.

„კონსტიტუცია არ იწერება არც პრეზიდენტისთვის, არც პრემიერ-მინისტრისთვის სახელობითად. ის იწერება კონსტიტუციურ პრინციპებზე, იმ მოდელზე დაყრდნობით, რომელსაც ქვეყანა ირჩევს. თუ ვსაუბრობთ საპარლამენტო მოდელზე, უნდა ვთქვათ, რომ ის რაც ხარვეზია, ვისაც არ უნდა ეხებოდეს, ეს ხარვეზი უნდა გასწორდეს. ჩემთვის პირადად პრეზიდენტის არჩევის წესი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოდელს ჩამოვაყალიბებთ საბოლოოდ. თუ წმინდა საპარლამენტო მოდელზე ვისაუბრებთ და უფლებამოსილებებს გავმიჯნავთ, ამის შემდეგ უფრო ნათელი გახდება ჩემთვის არჩევის როგორი წესი იქნება მისაღები“, - განაცხადა ბესელიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics