|
2017-01-27 17:23:58, 2528 ნახვა
მსოფლიო
პესკოვი: ინფორმაცია, თითქოს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია სანქციების მოხსნას აპირებს, რეალისტური არაა
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ის არ ფლობს ინფორმაციას, იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმების თაობაზე შესაბამისი განკარგულება მოამზადა. პესკოვის თქმით, გავრცელებულ ინფორმაციას კონკრეტული სახელები და გვარები აკლია, ამიტომ მის სანდოობაში ეჭვი ეპარება. "ამის შესახებ ჩემთვის ცნობილი არ არის. რამდენადაც ვხვდები, გავრცელებულ ინფორმაციაში კონკრეტული წყაროები და სახელები არ ფიგურირებს, ამიტომ არ ვიცი, რამდენად არის ის რეალისტური", - აღნიშნა პესკოვმა. მედიის ინფორმაციით, ინაუგურაციამდე დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმებას არ დააჩქარებს და ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რუსეთისგან ტერორიზმთან ბრძოლაში სარგებელს მიიღებს. ამერიკული გამოცემა Politico-ს ჟურნალისტის ინფორმაციით, ტრამპმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ახლო მომავალში გააუქმოს. "გავიგე, რომ ტრამპის ადმინისტრაციაში არსებობს განკარგულების პროექტი, რომელიც რუსეთის წინიააღმდეგ სანქციებს შეამსუბბუქებს. მოეწერს თუ არა ტრამპი აღნიშნულ განკარგულებას ხელს, იქამდე სანამ რექს ტილერსონი სახელმწიფო მდივნად დაინიშნება?" - წერს გამოცემის ჟურნალისტი Twitter-ის საკუთარ გვერდზე. მისივე თქმით, რამდენიმე წყარო აკონკრეტებს, რომ "შემოთავაზებული განკარგულება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ცალმხრივად გააუქმებს". ცნობისთვის, ანალოგიურ ინფორმაციას ატლანტიკური საბჭოს წევრი ფაბრის პოტიე ავრცელებდა. "ამერიკის შეერტებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის თაობაზე შესაბამისი განკარგულება უკვე მოამზადა, - წერს ფაბრის პოტიე Twitter-ის საკუთარ გვერდზე. მედიის ინფორმაციით, ამერიკელმა სენატორებმა კანონპროექტზე დაიწყეს მუშაობა, რომელიც დონალდ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებას ხელს შეუშლის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)