|
2017-01-27 15:54:37, 2804 ნახვა
მსოფლიო
ფაბრის პოტიე: ტრამპის ადმინისტრაციამ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის განკარგულება უკვე მოამზადა
ამერიკის შეერტებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის თაობაზე შესაბამისი განკარგულება უკვე მოამზადა, - ამის შესახებ ატლანტიკური საბჭოს წევრი ფაბრის პოტიე Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს. "ვაშინგტონში მყოფმა წყაროებმა განაცხადეს, რომ ტრამპის ადმინისტრაციას, რუსეთის წინააღმდეგ არსებული სანქციების მოხსნის თაობაზე შესაბამისი განკარგულება მზად აქვს. ამერიკის პრეზიდნეტი გერმანიის კანლერ, ანგელა მერკელს დაელაპარაკება, რის შემდეგ შაბათს, რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან საუბარი შედგება", - წერს პოტიე. მისივე თქმით, თუ აღნიშნული ინფორმაცია დადასტურდა , ეს იქნება "დასავლეთის ყველაზე დიდი იმედგაცრუება, ბოლო წლების განმავლობაში. მაშინ როდესაც, აშშ რუსეთის მიერ რევანშული ნაბიჯების გადადგმას ეწინააღმდეგებოდა". პოტიეს შეფასებით, აშშ-ის კონგრესმა და ევროპამ შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს. Reuters-ის ინფორმაციით, ხვალ დონალდ ტრამპსა და ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბარი შედგება. მედია საშუალება წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ორი ლიდერის საუბრის თემა რუსეთი იქნება. თუმცა, მათივე ცნობით, ჯერ უცნობია, შეეხება თუ არა ეს რუსეთის წინააღმდეგ არსებული სანქციების გაუქმებას. შეგახსენებთ, რომ ხვალ აშშ-სა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი ხვალ შედგება. აღნიშნული ინფორმაცია, ოფიციალურმა კრემლმა უკვე დაადასტურა. ცნობისთვის, ატლანტიკური საბჭო ვაშინგტონში მდებარე, გავლენიანი ანალიტიკური ცენტრია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)