|
2017-01-25 16:11:53, 2326 ნახვა
ეკონომიკა
სებ-ი: დეკემბერში კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1.9 მილიარდი ლარით გაიზარდა
2016 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1.9 მილიარდი ლარით, ანუ 6.6%-ით გაიზარდა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს: „2017 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 - უცხოური ბანკის ფილიალით. დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებით) 1.9 მლრდ ლარით, ანუ 6.6 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 3.8 პროცენტი შეადგინა) და მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 30.1 მლრდ ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.0 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.2 პროცენტია“, - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)