|
2017-01-25 15:56:51, 2279 ნახვა
ეკონომიკა
საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 5.2%-ით გაიზარდა
საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2017 წლის პირველი იანვრისათვის 17.0 მილიარდი ლარი შეადგინა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის პირველი დეკემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე 840.9 მილიონი ლარით, 5.2%-ით მეტია (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 2.0 პროცენტით მეტი). „2016 წლის დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 227.2 მლნ ლარით ანუ 2.5 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე შემცირდა 1.2 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 613.7 მლნ ლარით, ანუ 8.7 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე გაიზარდა 6.0 პროცენტით). მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 28.62 პროცენტი შეადგინა. 2016 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, დეპოზიტების ლარიზაცია 0.22 პროცენტული პუნქტით შემცირდა. ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 4.5 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 8.6 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 3.3 პროცენტი. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.9 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 12.6 პროცენტი შეადგინა“, - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)