|
2017-01-25 13:32:57, 2899 ნახვა
მსოფლიო
The Telegraph: რუსეთმა შესაძლოა, ევროპის ქვეყნებში დაგეგმილ არჩევნებზეც მოახდინოს გავლენა
ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, რუსეთმა შესაძლოა, ევროპის ქვეყნებში დაგეგმილ არჩევნებზეც მოახდინოს გავლენა, - ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Telegraph-ი წერს. მედია საშუალების ინფორმაციით, საუბარია გერმანიაში, ნიდერლანდებსა და საფრანგეთში მოახლოებულ არჩევნებზე. სტატიის თანახმად, ბოლო პერიოდში ევროკავშირის მიერ სპეციალურად რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად შექმნილმა სააგენტომ უამრავი ყალბი ცნობა გამოავლინა. „რუსეთს აქვს წამოწყებული დეზინფორმაციის კამპანია, ევროკავშირის, ევროპელი პოლიტიკოსების და მათი პრინციპების წინააღმდეგ", - წერს გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით. რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მხარდაჭერის გამო, ნომერ პირველ სამიზნედ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დასახელდა. „დეზინფორმაცია რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელსაწყოა", - წერს გამოცემა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)