|
2015-03-30 09:31:40, 411 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: 5 ათასი ლარი არის ის მინიმუმი, რითაც საქართველოში შეიძლება კარგი მინისტრი დაიქირავო
„5 ათასია ლარი არის ის მინიმუმი, რითაც საქართველოში დღეს, შეიძლება კარგი მინისტრი დაიქირავო“,-ამის შესახებ ექს პერმიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა 20/30-ში მთავრობის წარმომადგენლების ხელფასებთან და პრემიებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, პრემიების გამოწერა მისი პრემიერობის დროსაც ხდებოდა და აღნიშნა, რომ დღევანდელმა მთავრობამ ამ კუთხით გარკვეულ კონდინციამდე მისვლა შეძლო. „ჩემს დროსაც ხდებოდა ასეთი პრემიერის გამოწერა, რაზეც ჩემი პრემიერობის დროს საზოგადოებას ჰქონდა ამაზე რეაქცია, შემდეგ ეს გაგრძელდა და მიიღო ამან კულმინაცია. ამ მხრივ მთავრობამ მოახერხა რაღაც კონდინციამდე მისვლა, თუმცა ეს კონტროლი უნდა გაგრძელდეს და თვალი არ უნდა მოვხუჭოთ. ესაა ჩვენი, საზოგადოების როლი, რომ კონტროლის მექანიზმი არ უნდა მოსუსტდეს. მაგრამ არც აქ უნდა გადავაჭარბოით. 5 ათას ლარზე დაიყვანეს მინისტრების ხელფასები, პრემიების რაოდენობა მახსოვს ჩემს დროსაც. 5 ათასი ლარად არის ის მინიმუმი, რითაც შეიძლება დღეს საქართველოში კარგი სპეციალისტი დაიქირავო, მხედველობაში მაქვს მინისტრი. ჩვენ გვინდა დარგები განვთარდეს, შედეგები მივიღოთ და აუცილებლად ვსაჭიროებთ კვალიფიციურ სპეციალისტებს, ამ დროს გადახდაზეც უნდა შევთანხმდეთ, ის, რაც აუცილებელია და სავალდებულოა, კარგ სპეციალისტს უნდა გადაეხადოს. მე მახსოვს გამონათქვამები იყო "ფეისბუქში" წამიკითხავს, რომ 5 ათასი ლარი რა ამბავია, როცა პენსია როდესაც ამდენია. მე ძალიან კარგად მესმის, რომ პენსია დაბალია და საზოგადოება არის ძალიან ღარიბი, საერთო მდგომარეობა არის დაბალი, მაგრამ თუ გვინდა ამას თავი დავაღწიოთ, პროფესიონალებს უნდა გადავუხადოთ. ამით მომავალში პენსიებიც გაიზრდება და საერთო ეფექტურობაც ამაღლდება", -განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)