|
2017-01-24 13:16:32, 1790 ნახვა
სამართალი
წულუკიანი: იუსტიციის სამინისტროს სისტემაში არსებულ ცერცვაძის მონაცემზე რუსეთს ხელი არ მიუწვდება
ისუტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში არსებულ პირად მონაცემებზე, მათ შორის გია ცერცვაძის მონაცემებზე რუსეთს ხელი არ მიუწვდება. უკრაინაში დაკავებულ ვიცე-პოლკოვნიკ, გიორგი ცერცვაძესთან დაკავშირებით წულუკიანმა განმარტა, რომ საქართველოს ხელისუფლება უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. „სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემაში თითოეული თქვენგანის, მათ შორის მოქალაქე გიორგი ცერცვაძის პირადი მონაცემები მკაცრად დაცულია. მასზე ხელი არ მიუწვდება არავის, გარდა კანონით გათვალისიწნებული შემთხვევისა. შესაბამისად, არც ერთ პირად მონაცემზე, რომელიც შეიძლება საქართველოს მოქალაქის, თუ უცხოელის შესახებ ჩვენს სისტემაში ინახება, ოკუპანტ ქვეყანას ხელი არ მიუწვდება. რაც შეეხება ამ დროისთვის მიმდინარე პროცესს და პროცედურებს, ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენმა სახელმწიფომ, (ისე რომ ზოგიერთი ხმამაღლა მყვირალი ადამიანი არ გვჭირდება ამისთვის) უკვე განახორციელა ნაბიჯები, რომ ჩვენი მოქალაქის ინტერესები უკრაინის ტერიტორიაზე დაცული იქნეს. ეს არის ის, რაც ამ წუთში შემიძლია გითხრათ მოქალაქე ცერცვაძის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩემი და მთავრობის სამართალდამცავი ბლოკის უმორჩილესი თხოვნა იქნებოდა, რომ თავი შევიკავოთ ამ თემაზე აჟიოტაჟისგან, რადგან ეს არ ემსახურება მოქალაქე ცერცვაძის ამ წუთში სასიცოცხლო ინტერესებს. უკრაინასთან თანამშრომლობა მიმდინარეობს, დაველოდოთ შედეგებს“,- განაცხადა თეა წულუკიანმა. შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ქართველი ჯარისკაცი გიორგი ცერცვაძე, რომელიც აფხაზეთის და 2008 წლის აგვისტოს ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, უკრაინაში დააკავეს. მას რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენას ედავება, ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)