|
2017-01-24 12:04:42, 2579 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის კომიტეტის სენატმა სახელმწიფო მდივნის პოსტზე რექს ტილერსონის კანდიდატურას მხარი დაუჭირა
ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა კომიტეტის სენატმა ExxonMobil-ის ყოფილ ხელმძღვანელს რექსს ტილერსონს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დანიშნვას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, კომიტეტის წევრების ხმები პარტიული კუთვნილებით გაიყო: 11 რესპუბლიკელმა ტილერსონს მხარი დაუჭირა, 10 დემოკრატმა კი არა. ამასთან, სრული პალატის მხარდაჭერა სჭირდება. კერძოდ კი, სულ მცირე 51 ხმა უნდა დააგროვოს 100-დან. მედიის ცნობით, რესპუბლიკელებს სენატში 52 მანდატი აქვთ. დემოკრატების განცხადებით, ისინი ტილერსონს მხარს არ დაუჭერენ და აცხადებენ, რომ მისი ბიზნესზე ორიენტირება ცუდად აისახება ქვეყნის სახელწმიფო მდივნის მოვალეობის შესრულებაზე. მათივე შეფასებით, ტილერსონს რუსეთთან ზედმეტად კარგი ურთიერთიერთობა აქვს. ტილერსონის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ოფიციალურად არჩევის კენჭისყრა მომავალ კვირასაა დაგეგმილი. ცნობისთვის, ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რექსს ტილერსონი სახელმწიფო მდივნის კანდიდატად 2016 წლის 13 დეკემბერს წარადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)