|
2017-01-19 11:51:53, 2788 ნახვა
მსოფლიო
გერმანიაში ჯგუფური ქურდობის ბრალდებით საქართველოს 10 მოქალაქე დააკავეს
გერმანიაში საქართველოს 10 მოქალაქე ჯგუფური ქურდობის ბრალდებით დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Tag24 ავრცელებს. მედია საშუალების ინფორმაციით, სპეცოპერაცია დრეზდენსა და მის შემოგარენში დილის 6 საათზე დაიწყო. პოლიციის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, სპეცოპერაციაში 600 სამართალდამცველი მონაწილეობდა. მისივე თქმით, სამართალდამცველებმა ჩხრეკა 35 საცხოვრებელ სახლში ჩაატარეს. სპეცოპერაციის შედეგად, 26-დან 38 წლამდე ასაკის ქართველი მამაკაცები დააკავეს. ისინი გერმანიაში დევნილის სტატუსით იმყოფებოდნენ. გამოძიების ინფორმაციით ქართველები ძირითადად სასმელს, სიგარეტს, ბავშვების საკვებ პროდუქტს, ყავებსა და პარფიუმერიას იპარავდნენ, რის შემდეგაც ევროპის სხვა ქვეყნებსა და აზიაში ყიდდნენ. არსებული ინფორმაციით, საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს 30 გრამი კრისტალი და ჰეროინი აღმოაჩნდა. ამჟამად ბრალდებულები წინასწარი პატიმრობის იზალატორში იმყოფებიან. სასამართლო პროცესი ხვალ არის დანიშნული. ამასთან, მედიის ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულები არიან ლატვიისა და ვიეტნამის მოქალაქეებიც.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)