|
2017-01-18 21:58:16, 2631 ნახვა
მსოფლიო
მექსიკის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ მასწავლებელი და თანასკოლელები დაჭრა
მექსიკის ამერიკულ სკოლაში 15 წლის მოსწავლემ ცეცხლსასროლი იარაღით სამი თანასკოლელი და მასწავლებელი დაიჭრა, ხოლო შემდეგ იარაღით თვითდაზიანება მიიყენა, ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. „როიტერი" ადგილობრივ გამოცემებზე დაყრდნობით წერს, რომ შემთხვევის შედეგად სამი ადამიანია მოკლული, თუმცა ამ ინფორმაციას ოფიციალური უწყებები, ჯერჯერობით, არ ადასტურებენ. ხოლო, როგორც „ფრანსპრესს“ სამოქალაქო თავდაცვის სამსახურში განუცხადეს, არიან დაჭრილებიც, რომელთა რაოდენობა ხუთს შეადგენს. მოკლულები და დაჭრილები დამნაშავის კლასელები არიან. არსებული ინფორმაციით, 15 წლის მოსწავლე ამერიკულ სკოლაში იარაღით მივიდა და ცეცხლი გახსნა, ხოლო შემდეგ თავად მიიყენა სერიოზული ჭრილობა. დანაშულის მოტივი, ამ ეტაპზე, უცნობია. როგორც ცნობილი ხდება, ბრალდებულს დეპრესია ჰქონდა და მკურნალობდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)