|
2017-01-18 17:26:25, 2481 ნახვა
ეკონომიკა
ცნობილი ქართველი დიზაინერის, ზვიად ციკოლიას ბიზნეს-იდეით მთავრობა დაინტერესდა
სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ შესაძლოა, საქართველოში საწარმო გახსნას. ამასთან დაკავშირებით, ცნობილ ქართველ დიზაინერსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიას შორის საუბარი უკვე შედგა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დიზაინერს საწარმოს გახსნა სურს, რომელიც პლასტმასის წარმოებით იქნება დაკავებული. სამომავლოდ საწარმოში, ზვიად ციკოლია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებასაც აპირებს. გიორგი გახარია ცნობილ დიზაინერს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში წარმოების დაწყებაზე ესაუბრა. საწარმოს შექმნიდან პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,მეწარმეობის განვითარების სააგენტო“ განახორციელებს. პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ საქართველოს მთავრობის ინიციატივით ხორციელდება და მის ფარგლებში უკვე მხარდაჭერილია 214 ახალი ადგილობრივი წარმოება. პროგრამის კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მასში ჩართულია სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ები. ზვიად ციკოლია ცნობილი ქართველი სამრეწველო დიზაინერია, რომლის პორტფოლიოში მრავალი პროექტი შედის. მისი ნამუშევრები გამოქვეყნებულია: Carstyling, Auto&Design, Auto Bild, Auto review, Super cars, GQ, Le, Style, Really Good Packaging, Big Book of Packaging, Design and Design და სხვა ჟურნალებში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)