|
2017-01-18 14:19:26, 2063 ნახვა
ეკონომიკა
ირმა ქავთარაძემ მწვანე კლიმატის ფონდისთვის ,,მზაობის მხარდამჭერი პროგრამის“ პრეზენტაცია გამართა
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით სასტუმროში ,,თბილისი მარიოტი“ მწვანე კლიმატის ფონდისთვის “მზაობის მხარდამჭერი პროგრამის” (Readiness support programme) პრეზენტაცია გაიმართა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კლიმატის ცვლილების ექსპერტებთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობა ეკონომიკის, გარემოს დაცვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების, კერძო სექტორის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს. მონაწილეებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძემ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავამ და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე შომბი შარპმა მიმართეს. შეხვედრაზე განხილული იყო ფონდის რესურსებზე საჯარო და კერძო სექტორის ხელმისაწვდომობის საკითხები. მწვანე კლიმატის ფონდი 2010 წელს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა მე-16 (COP16) კონფერენციაზე შეიქმნა, როგორც კონვენციის და უშუალოდ პარიზის შეთანხმების მთავარი ფინანსური ორგანიზაცია. ფონდი განვითარებული ქვეყნებიდან ფინანსების მობილიზებას ახდენს, რათა განვითარებად ქვეყნებში დაბალემისიიანი და კლიმატისადმი მედეგი პროექტები და პროგრამები დააფინანსოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)