|
2017-01-11 13:39:13, 2063 ნახვა
ეკონომიკა
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა 2017 წელს 5,2%-ს მიაღწევს
მსოფლიო ბანკმა ახალი პროგნოზი "გლობალური ეკონომიკური პერსპექტივები" გამოაქვეყნდა, რომლის თანახმადაც საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2017 წელს 5.2%-ს შეადგენს. ანგარიშის თანახმად, 2018 წლისთვის ეკონომიკური მაჩვენებელი 5.3%-მდე გაიზრდება, ხოლო 2019 წლისთვსი ბანკი 5.0%-ს პროგნოზირებს. ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, გასული წლის ივნისის ანგარიშის შემდეგ, მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2017 წლისთვის 0,7 პროცენტული პუნქტით გააუმჯობესა, 2018 წლისთვის კი 0,3 პროცენტით. რაც შეეხება გლობალურ ეკონომიკურ ზრდას, მსოფლიო ბანკმა 2017 და 2018 წლებისთვის ზრდის პროგნოზი შეამცირა. როგორც ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, 2017 წელს მსოფლიოს ეკონომიკური ზრდა 2,7%-ს შეადგენს, 2018 წლისთვის კი 2,9%-ს. ივნისის ანგარიშის თანახმად, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2017 წლისთვის გლობალური ეკონომიკური ზრდა - 2,8% უნდა ყოფილიყო, 2018 წლისთვის კი - 3%. „2008-2009 წლების ღრმა რეცესიის შემდეგ, 2016 წელი გლობალური ეკონომიკისთვის ყველაზე სუსტი იყო“, - ნათქვამია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)