|
2017-01-11 08:28:21, 2587 ნახვა
პოლიტიკა ეკონომიკა საზოგადოება
კახა კალაძე: „გაზპრომისგან“ ქართულმა მხარემ საინტერესო წინადადება მიიღო
ენერგეთის მინისტრ კახი კალაძის განცხადებით, "გაზპრომმა" საქართველოს ახალი პირობები შესთავაზა, - ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს მინსკიდან დაბრუნების შემდეგ განუცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, საუბარი ძირითადად "გაზპრომისგან" სომხეთისთვის მიწოდებული ბუნებრივი აირის ტრანზიტის 10 პროცენტის სანაცვლოდ ფინანსურ ანაზღაურებაზე გადასვლას შეეხებოდა. ამასთან, მინისტრმა კონტრაქტის პირობებზე არ ისაუბრა. „საინტერესო წინადადება იქნა გაჟღერებული გაზპრომის მხრიდან, ეს წინადადება არის ბოლო. ძირითადი საუბარი იყო ფინანსურ ანაზღაურებაზე გადასვლასთან დაკავშირებით, თუმცა წინა შეხვედრებზე იმდენად შორს და განსხვავებული იყო ჩვენი პოზიციები ერთმანეთისგან, რომ საერთოდ საუბარს აზრი არ ჰქონდა, თუმცა დღევანდელი შემოთავაზება საინტერესოა და ამაზე ვიმსჯელებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, გადაწყვეტილებას შემოთავაზებულ წინადადებაზე დღეს მთავრობის სხდომაზე მიიღებენ და დეტალებიც ამის შემდეგ გახდება ცნობილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)