|
2017-01-10 17:59:47, 2005 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ვოლსკი: ვანდალიზმის გარდა, ეს რუსეთის სერიოზული პოლიტიკური სამხედრო ნაბიჯია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთში 19-ე საუკუნის ეკლესიისა და პოლონელთა სასაფლაოს დანგრევის ფაქტს ეხმაურება. ვოლსკის თქმით, ეს არა მხოლოდ ვანდალიზმი, სერიოზული სამხედრო პოლიტიკური აქტია, რომელიც მიუთითებს რუსეთის მიზნებზე, როდესაც ამ ტერიტორიის ოკუპაციას ახდენდა: „ამის საშუალება მისცა სააკაშვილის ხელისუფლებამ, ამაზე აფრთხილებდა საერთაშორისო თანამეგობრობა და მიუთითებდა გარკვეულ გზებს, რათა არ დაშვებულიყო ასეთი ფაქტები, მაგრამ ეს გაფრთხილებები და საგზაო რუკა აბსოლუტურად იგნორირებული იქნა და დღეს ვართ ფაქტის წინაშე, როდესაც რუსეთი თავის სამხედრო პოლიტიკურ ყოფნას აძლიერებს სამხრეთ კავკასიაში, ვანდალიზმის გარდა ეს არის სერიოზული პოლიტიკური სამხედრო ნაბიჯი, რომელიც გათვლილია არა მარტო ადამიანის უფლებების დათრგუნვაზე, არამედ გაძლიერებაზე რეგიონალური სტრატეგიული პოზიციებისა”,-განაცხადა გია ვოლსკიმ. ცნობისთვის, აფხაზეთში რუსმა სამხედროებმა მე-19 საუკუნის ეკლესია და პოლონელთა სასაფლაო გაანადგურეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)