|
2017-01-09 15:07:54, 2071 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს მასშტაბით კიდევ 14 სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია გაიხსნა
პროფესიულ სასწავლებელ ,,მერმისში“ გიორგი გახარიამ და ალექსანდრე ჯეჯელავამ სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია გახსნეს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ლაბორატორია ერთ-ერთია იმ ფაბლაბებიდან, რომლებიც ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელშეწყობითა და განათლების და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით, საქართველოში არსებულ 14-მდე სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელში გაიხსნა. პროფესიული სასწავლებლების ბაზაზე შექმნილი ფაბლაბები ოფიციალურად ამოქმედდა როგორც თბილისში, ისე რეგიონებში (წალენჯიხა, მესტია, გურჯაანი, ახალციხე, ბათუმი, ქობულეთი, ქუთაისი, ფოთი, რუსთავი, ამბროლაური). აღნიშნული ლაბორატორიები გახდნენ საქართველოს ფაბლაბების ქსელის წევრები. „პირველ რიგში, მინდა განათლების სამინისტროს მადლობა გადავუხადო ძალზე სერიოზული და მნიშვნელოვანი თანამშრომლობისთვის. დღეის მდგომარეობით, ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ იმ დისბალანსის შევსება, რომელიც პროფესიულ და შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების ნაწილში გაგვაჩნია. სწორედ ამიტომ, ამ ერთ-ერთ საინტერესო, პროფესიული განათლების კოლეჯში დღეს ფაბლაბი შეიქმნა და დღესვე იხსნება ასევე 14 ფაბლაბი არამარტო თბილისში , არამედ რეგიონებშიც“, - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. გიორგი გახარიას შეფასებით, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიების გახსნის ძირითადი მიზანი არის ის, რომ ახალგაზრდებს მიეცეს საშუალება შეძლონ საკუთარი იდეების კონკრეტულ პროდუქტებში დაკონვერტირება, რომლებსაც შემდეგ გარკვეული კომერციული პერსპექტივა გააჩნიათ. „როგორც იცით, 4 პუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი გახლავთ განათლება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იმ დისბალანსის შევსება მოთხოვნა-მიწოდების ნაწილში, რომელშიც ჩვენ დღეს შრომის ბაზარზე გაგვაჩნია. ამ დისბალანსის შევსება მხოლოდ მსგავსი ფაბლაბების და პროფესიულ განათლებაში სტრუქტურული ცვლილების შეტანის საშუალებით იქნება შესაძლებელი“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია არის უნიკალური სივრცე, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერებით, პროგრამირებადი დანადგარებით, როგორიც არის ლაზერული მჭრელი, 3D პრინტერი, CNC პროგრამირებადი ჩარხი და სხვა. ის მორგებულია ნებისმიერ მომხმარებელზე და ხელს უწყობს იდეების გენერირებას. ამ სივრცეებში ხდება ახალი წამოწყებების სრულყოფა და ახალგაზრდა ინოვატორების იდეების რეალიზება. ფაბლაბების მიზანია მსოფლიოს შესთავაზოს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობის თავისი უნიკალური მოდელი. მისი განვითარება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისათვის, ახალი სტარტაპბიზნესების ჩამოსაყალიბებლად და სამუშაო ადგილების შესაქმნელად. საერთო ჯამში პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს საშუალება მიეცემათ სასწავლებელში მიღებული ცოდნის დახმარებით შექმნან პრაქტიკული ნამუშევრები და პროდუქტები, რომლის შემდგომ კომერციალიზაციასაც მოახდენენ. აღნიშნული 14 სამრეწველო ინოვაციური ლაბორატორიის გახსნის შემდგომ საქართველოში საერთო ჯამში 22 ამ ტიპის ლაბორატორია ფუნქციონირებს, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველომ მსოფლიო ფაბლაბების რეიტინგში, ლაბორატორიების რაოდენობის მიხედვით მე-10 ადგილზე გადაინაცვლოს.
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)