|
2017-01-06 15:35:22, 1615 ნახვა
კომენტარი
ზვიად ქორიძე: საბჭომ გენერალურ დირექტორად მკვეთრად გამოკვეთილი, პოლიტიკურად ანგაჟირებული პერსონა აირჩია
„საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭომ გენერალურ დირექტორად დღეს მკვეთრად გამოკვეთილი, პოლიტიკურად ანგაჟირებული პერსონა აირჩია“, - ასე გამოეხმაურა მედია ექსპერტი ზვიად ქორიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძის არჩევას. ქორიძის თქმით, საბჭომ პრაქტიკულად მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ორიენტირებულია იმაზე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული ინსტიტუცია რაღაც პერიოდით კიდევ ვერ განვითარდეს. „ადამიანი, რომელიც გასაუბრების დროს ღიად საუბრობდა არა ზოგადად პოლიტიკურ პრეფერენციებზე, არამედ თავის პოლიტიკურ მიკერძოებულობაზე, რომელიც მას არ უქმნის უხერხულობას. დღეს აღმოჩნდა, რომ საბჭოსაც არ უქმნის ეს უხერხულობას. ჩვენ, პრაქტიკულად, შეიძლება აღმოვჩნდეთ ფაქტის წინაშე, რომ გვქონდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი პარტიული კუთვნილებით“, - განაცხადა ზვიად ქორიძემ. ცნობისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს. ახალი გენდირექტორის გამოსავლენად, სამეურვეო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც განმეორებითი კენჭისყრისას ვასილ მაღლაფერიძე 6 ხმით აირჩიეს. მეორე კანდიდატმა თინათინ ბერძენიშვილმა 2 ხმა მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)