|
2016-12-30 13:49:47, 2109 ნახვა
კომენტარი
იზორია: სენატორების ვიზიტი ადასტურებს, რომ აშშ-ის მხარდაჭერა გაგრძელდება
თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, სენატორების და მათ შორის ჯონ მაკკეინის საქართველოში ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მხარდაჭერის გამოხატულებაა. "ამ ვიზიტს ძალიან ვაფასებთ. იცით, რომ ახალი წელი ყოველთვის გარკვეულ იმედებთან და პოზიტივთანაა დაკავშირებული. სიმბოლურად მაკკეინის ჩამოსვლა არის დადასტურება იმისა, რომ აშშ-ის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მიმართ გაგრძელდება", - აღნიშნა იზორიამ. ამასთან, იზორიას მტკიცებით, თავდაცვის უწყებაში ყველა სტრატეგიული გადაწყვეტილება, მოკავშირეებთან და მათ შორის ნატო-ს წევრ ქვეყნებთან, კონსულტაციების შედეგად მიიღება. "გვექნება შესაძლებლობა გავაცნოთ სენატორებს გეგმები. ჯონ მაკკეინის ჩართულობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება", - განაცხადა იზორიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)