|
2016-12-29 15:42:02, 2239 ნახვა
ეკონომიკა
მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი დამატებით 38 გადამხდელს მიენიჭა
მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი დამატებით 38 გადამხდელს მიენიჭა, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას ნინოწმინდის, ბორჯომის, ამბროლაურის, წალკის, ქედას, თეთრიწყაროს, ახალციხის, სიღნაღის, ადიგენის, ახალქალაქის, ასპინძის, დმანისის, ცაგერისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში ეწევიან. როგორც „ექსპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული საწარმოების საქმიანობა მოიცავს ისეთ სფეროებს როგორებიცაა: რძის წარმოება-გადამუშავება; ხე-ტყის გადამუშავება; მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრის წარმოება; თაბაშირის მადნის გადამუშავება; ავეჯის წარმოება; ხილის, წვენების და ზეთების წარმოება; პურის ნაწარმის ცხობა; მევენახეობა; მეფრინველეობა; მეცხოველეობა და სხვა. ამჟამად, მაღალმთიანი საწარმოს სტატუსით ჯამში 149 მეწარმე სარგებლობს. მაღალმთიანი საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები თავისუფლდებიან ქონებისა და საშემოსავლო გადასახადისგან, ხოლო იურიდიული პირები - ქონებისა და მოგების გადასახადისგან. მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მისაღებად, მეწარმე სუბიექტმა განცხადებით (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით) უნდა მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://gov.ge/s/dcc80
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)