|
2015-03-26 17:29:05, 615 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე: ხუდონჰესის გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დრო სჭირდება
"ხუდონჰესის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასებას გარკვეული დრო სჭირდება",-ამის შესახებ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით განუცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ხუდონჰესის პროექტის დაწყებამდე შეხვედრები ექსპერტებთან, გარემოს დაცვის სამინისტროში და მოსახლეობასთან გაიმართება. „დასკვნა უნდა მომზადდეს. ეს არის ძალიან დიდი პროექტი და გარკვეული დრო სჭირდება იმას, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასება იყოს მომზადებული სათანადოდ, როგორც ევროპულ ქვეყნებში არის. შესაბამისად, ეს პროცესი იქნება გამჭვირვალე, იქნება შეხვედრები სხვადასხვა ექსპერტებთან. იქნება გარემოს დაცვის სამინისტროში, მოსახლეობასთან. წელს თუ დაიწყება სამუშაოები გამიჭირდება საუბარი, თუმცა გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოები, როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული, დაიწყება,-განაცხადა კახი კალაძემ. კითხვაზე, თუ როდის ჩავა ხაიშში ადგილობრივ მოსახლეობასთან, კალაძემ ასე უპასუხა: „როცა გადაწყვეტილება იქნება მიღებული" შეგახსენებთ, დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჰესებთან დაკავშირებით "ექსპრესნიუსის" მიერ დასმული კითხვის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროებს მოუწოდა, ნებისმიერი ჰესის მშენებლობის გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთონ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)