|
2016-12-28 11:04:59, 2221 ნახვა
ეკონომიკა
მსოფლიო რუკაზე საქართველოს 22 ფაბლაბი გამოჩნდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით საქართველოში არსებული 22 სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია მსოფლიოს ფაბლაბების რუკაზე გამოჩნდა, რომელიც მსოფლიოში არსებულ 1000-ზე მეტ ლაბორატორიას შორის ერთგვარი საკომუნიკაციო საშუალებაა. საქართველო რეგიონის მასშტაბით პირველი ქვეყანაა, რომელმაც გლობალურ რუკაზე 22 ფაბლაბი მონიშნა. 2016 წლის მონაცემებით, საქართველო ფაბლაბების რაოდენობის მიხედვით მე-11 ადგილს იკავებს მსოფლიო ფაბლაბების რუკაზე. ის უსწრებს ისეთ ქვეყნებს,როგორებიცაა შვეიცარია, პორტუგალია, პოლონეთი, იაპონია, ჩინეთი და სხვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო რუკაზე დარეგისტრირებული ფაბლაბების შერჩევისა და რუკაზე მონიშვნის კომისიის წევრებს შორისაც იკავებს ადგილს. ,,გასულ წელს FAB11-ის საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველო დასახელდა მსოფლიოში პირველ ფაბლაბების ქვეყნად, ამ სტატუსის მატარებელ ქვეყანას აქვს საშუალება ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობის უნიკალური მოდელი გამოიყენოს. აღნიშნული წინსვლა უფრო მეტად ამყარებს ამ კონცეფციაში ჩვენს აქტიურ მონაწილეობას, რაც ზრდის პერსპექტივებს მომავალი განვითარების კუთხით. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო კიდევ უფრო აქტიურად გეგმავს სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიების მიმართულებით მუშაობას, რაც აუცილებლად აისახება სფეროს წინსვლასა და ბიზნესის განვითარებაზე."- აცხადებს ფაბლაბების ქსელის მენეჯერი გიორგი ხაჩიძე. სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია - ფაბლაბის პროექტი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 2014 წელს დაიწყო, პირველილაბორატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსდა, რის შემდეგაც სააგენტომ თბილისის მერიასა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად საქართველოს მასშტაბით მოახდინა 21 ლაბორატორიის ფორმირება. მნიშვნელოვანია, რომ განათლების სამინისტროს დაფინანსებით სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში 14-მდე ფაბლაბი ერთდროულად გაიხსნება, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა მთლიანად რეგიონში. ფაბ-ლაბი არის უნიკალური სივრცე ნებისმიერი მოქალაქისათვის, რომელსაც აქვს იდეა, სურს მისი განხორციელება, ან სტარტაპ ბიზნესად ჩამოყალიბება. ის ყველას აძლევს საშუალებას ჰქონდეს წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მორგებულია ნებისმიერ მომხმარებელზე, ამ სივრცეებში ხდება ახალი წამოწყებების სრულყოფა, მომავლის პროფესიების ფორმირება და ახალგაზრდა ინოვატორების იდეების რეალიზება. დღეს ქვეყანაში ფაბლაბების რაოდენობის გადანაწილება ასეთია: თბილისი - 9 ბათუმი - 2 ქუთაისი - 2 მესტია - 1 გურჯაანი - 1 ახალციხე - 1 ქობულეთი - 1 წალენჯიხა - 1 ფოთი - 1 ამბროლაური - 1 რუსთავი - 1 ზუგდიდი - 1
(NS)
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)