15:48 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-26 11:46:44, 2564 ნახვა

მსოფლიო
დღეს რუსეთში გლოვის დღეა

დღეს რუსეთში, მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, გლოვის დღეა გამოცხადებული. პირველი თვითმფრინავი, რომლის ბორტზე 10 ცხედარი იყო, სოჭიდან მოსკოვში უკვე ჩავიდა, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" იუწყება.

როგორც მედია საშუალება წერს, მოსკოვში ჩამოვარდნილი ლაინერის 86 ფრაგმენტი გაგზავნეს. მოსკოვში ავიაკატასტროფის მსხვერპლთა იდენტიფიცირება და  გენეტიკური ექპერტიზა ჩატარდება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ტუ-154-ის ჩამოვარდნის ადგილას აღმოჩენილია 11 ცხედარი და თვითმფრინავის 154 ფრაგმენტი.

რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა მაქსიმ სოკოლოვმა განაცხადა, რომ ავიაკატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა ან პილოტირების შეცდომა გახდა. ამავე დროს, რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების მეთაურმა, ვიქტორ ბონდარიოვმა განაცხადა, რომ ტუ-154 ტექნიკურად გამართული იყო და მას ცოტა ხნის წინ რემონტი ჩაუტარდა.

მაქსიმ სოკოლოვის თქმით, სოჭის რაიონში სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ზონა გაფართოვდება, რადგან დინებამ შესაძლოა, თვითმფრინავის ნამტვრევები და ცხედრები აფხაზეთის მხარეს წაიღო.

ოპერაციაში 39 გემი და 3,5 ათასი ადამიანი მონაწილეობს, მათ შორის 135 მყვინთავი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ტუ-154 25 დეკემბრის დილით სოჭის აეროპორტიდან გაფრენიდან მალევე ჩამოვარდა, თვითმფრინავი შავ ზღვაში ჩავარდა, სანაპიროდან 1,5 კილომეტრში.

თავდაცვის სამინისტროს დაზუსტებული მონაცემებით, შავ ზღვაში ჩამოვარდნილი ტუ-154-ის ბორტზე სულ  84 მგზავრი და ეკიპაჟის რვა წევრი იმყოფებოდა. მგზავრებს შორის უმრვალესობას ალექსანდროვის სახელობის ანსამბლის მუსიკოსები წარმოადგენენ. ბორტზე ანსამბლის 64 წევრი იმყოფებოდა. ამასთან, თვითმფრინავში იმყოფებოდნენ, რუსული პირველი არხის, ტელეკომპანია НТВ-ს და “ზვეზდას” გადამღები ჯგუფები. ბორტზე იმყოფებოდა ასევე ჰუმანიტარული აქტივისტი ელიზავეტა გლინკა.

სამხედრო ტუ-154 მოსკოვის ოლქის ქალაქ ჩკალოვსკიდან სირიის ლატაკიაში მიფრინავდა, სოჭში ლაინერი საწვავის დასამატებლად გაჩერდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics