|
2016-12-16 18:30:38, 2084 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა დამსაქმებელთა ასოციაციას 2017 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებსა და სიახლეებზე ინფორმაცია მიაწოდა
ექსპორტის ხელშეწყობისა და ინვესტიციების წახალისებისთვის დაგეგმილი ღონისძიებები, ქვეყნის საგზაო და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით მთავრობის მიერ დაგეგმილი პროექტები, საგადასახადო კანონმდებლობაში გათვალისწინებული ცვლილებები, მათ შორის მოგების, გადასახადის რეფორმის მნიშვნელობა - ამ თემებზე პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებთან შეხვედრისას გაამახვილა ყურადღება. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, პირველმა ვიცე-პრემიერმა შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრა მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმების მნიშვნელობაზე, რომლის მთავარი ამოცანაა, ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური ზრდისა და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა. „ჩვენ მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება და დაგეგმილი რეფორმა ეფუძნება კონკრეტულ გათვლებს და ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა და აღნიშნა, რომ როგორც 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, ისე საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები მთლიანად ასახავს იმ რეალობას და გამოწვევებს, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას. მისი თქმით, კერძო სექტორი, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს და უშუალოდ მონაწილეობს ქვეყნის განვითარების პროცესში, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მთავრობის გადაწყვეტილებებს მნიშვნელოვანი არგუმენტაცია აქვს. შესაბამისად, მათ მომავალშიც უნდა გააგრძელონ ინვესტირება ეკონომიკაში, რაშიც მთავრობის მხრიდან მათ სრული მხარდაჭერა ექნებათ. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული წარმოებების ხელშეწყობა, რისთვისაც მომავალ წელს გაგრძელდება იმ პროგრამების დაფინანსება, რომლებიც ხელს უწყობენ ექსპორტზე ორიენტირებული წარმოებებს. „საუბარი, ასევე, შეეხო მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მნიშვნელობას. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, მთავრობისთვის მიერ ამ მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები მიმართულია იქითკენ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს მიეცეს განვითარების საშუალება და მათ წვდომა ჰქონდეთ როგორც ფინანსებთან, ისე ინფრასტრუქტურასთან. დიმიტრი ქუმსიშვლის თქმით, ქვეყანაში მნიშვნელოვანია ბიზნესგარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესება, რათა სამომავლოდ ქვეყნის ეკონომიკაში მეტი ინვესტიცია განხორციელდეს, რაც გაზრდის დასაქმების მაჩვენებელს და აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. ფინანსთა მინისტრმა უპასუხა დამსაქმებელთა ასოციაციის წევრების შეკითხვებს. მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ბიზნესსექტორთან დიალოგის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მათთან აქტიური კომუნიკაცია კვლავ გაგრძელდება”,-ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში. (NS)
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)