|
2016-12-16 17:23:24, 2060 ნახვა
ეკონომიკა საზოგადოება
დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნეს-ასოციაციის წევრებს მთავრობის გადაწყვეტილებები გააცნო
„ჩვენი მთავარი ამოცანაა ქვეყნის ეკონომიკამ იმუშაოს და უფრო მეტად კონკურენტუნარიანი გახდეს და ამავე დროს, ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული ვალუტის რყევებზე, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე, რომლის დროსაც საუბარი წარიმართა მთავრობის მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, აგრეთვე საკანონმდებლო სიახლეებზე, რომელთა მიღებაც რეფორმების გეგმის ფარგლებშია გათვალისწინებული. დიმიტრი ქუმსიშვილი ბიზნესმენებს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ესაუბრა და ყურადღება იმ გამოწვევებზე გაამახვილა, რომლის წინაშეც საქართველოს ეკონომიკა აღმოჩნდა. განსაკუთრებული ყურადღება დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან გეგმასა და მის ცალკეულ მიმართულებებზე გაამახვილა. მისი განცხადებით, მოგების გადასახადის რეფორმის გასატარებლად მთავრობა დიდი ხნის მანძილზე ემზადებოდა. ქუმსიშვილის ინფორმაციით, აღნიშნული რეფორმის შედეგად საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს ეკონომიკა დამატებით 1-1,5 პროცენტით გაიზრდება. დიმიტრი ქუმსიშვილმა, ასევე, ისაუბრა მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც საქართველოს და მის ცალკეულ რეგიონებს მნიშვნელოვან ეკონომიკურ წინსვლას მოუტანს. ერთ-ერთ ასეთ პროექტად მან დაასახელა ქუთაისი-აბასთუმნის 70-კმ-იანი გზის მშენებლობა, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს მგზავრობის ხანგრძლივობას ქუთაისიდან ამ პოპულარულ კურორტზე. დიმიტრი ქუმსიშვილმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა თეთნულდის პროექტზე, რომელსაც რეალურად შეუძლია აღნიშნულ სამთო კურორტს საერთაშორისო ტურისტული ცენტრის სტატუსი შესძინოს. მთავრობის კიდევ ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად დიმიტრი ქუმსიშვილმა დაასახელა ბიზნესის სახლის შექმნა, რომელიც იმუშავებს „ერთი ფანჯრის" პრინციპით და საქმიანი სფეროს წარმომადგენლებს მიაწვდის ყველა საჭირო სერვისს. „ჩვენი ამოცანაა ხელი შევუწყოთ ქვეყნის ეკონომიკის ზრდას, რათა თქვენ ახალი სამუშაო ადგილები შექმნათ", - მიმართა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრაზე შეკრებილ ბიზნესმენებს. მან ასევე უპასუხა ყველა შეკითხვას, რომელიც ბიზნესის წარმომადგენლებს ჰქონდათ. ასევე გადაწყდა, რომ მსგავსი შეხვედრები სისტემატურად გაიმართება, რომლის დროსაც ბიზნეს-ასოციაციას შესაძლებლობა ექნებათ, მისი წევრებისთვის აქტუალური საკითხები ფინანსთა სამინისტროსთან ერთად განიხილოს. გარდა ამისა, პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სამინისტროში რეგულარულად გაიმართება შეხვედრები ეკონომიკის ცალკეული სექტორების წარმომადგენლებთან. (NS)
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)