12:59 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-16 14:56:58, 2774 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის პატრიარქი მიიჩნევს, რომ სირიაში მიმდინარე ომი სამართლიანი და წმინდაა

რუსეთის პატრიარქი კირილე მიიჩნევს, რომ სირიაში მიმდინარე ომი სამართლიანი და წმინდაა, - ამის შესახებ პატრიარქმა ინტერვიუში განუცხადა.

"ამაზე ბევრი არ საუბრობს, მაგრამ პატრიარქმა ეს უნდა თქვას. ჩვენ გამოგვიცხადეს გამოუცხადებელი ომი. იქნებ ახლა სირიის მაგალითზე ჩვენ გავიგებთ, რა უნდათ ჩვენ მოწინააღმდეგეებს. მათ უნდათ რუსეთის განადგურება. და თუ ეს ომია, ჩვენ ყველანი მობილიზებულები უნდა ვიყოთ. ის რაც დღეს ხდება ჩვენს მეზობელ სირიაში, სწორედ ეს არის სახელმწიფოს დაცვა.  გარკვეულ ქმედებები შესაძლოა გამართლებული იყო. ტერორიზმთან ბრძოლას წმინდა ომს ვეძახი", - განაცხადა პატრიარქმა.

მედიის ცნობით, ერთ-ერთ შეხვედრაზე პატრიარქმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სირიაში განხორციელებული ქმედებებისთვის მადლობა გადაუხადა.

"პატრიარქმა უნდა თქვას სიმართლე, მიუხედავად პოლიტიკური აქცენტებისა. მადლობას გიხდით ბატონო პრეზიდენტო",- მიმართა რუსეთის პატრიარქმა ვლადიმერ პუტინს





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics