12:59 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-15 12:05:27, 2445 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ საგანგებო მდგომარეობის 15 ივლისამდე გაგრძელებას მხარი დაუჭირა

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის 15 ივლისამდე გაგრძელებას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ France24 იუწყება. 

მედიის ცნობით, გასული წლის ნოემბერში მომხდარი ტერაქტების შემდეგ საკანონმდებლო ორგანომ აღნიშნული ზომა უკვე მეხუთედ მიიღო. დღეს კანონპროექტს სენატშიც უყრიან კენჭს.

როგორც საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ბერნარ კაზნევმა განაცხადა, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება იმისთვის არის აუცილებელი, რომ ქვეყანაში საარჩევნო წელი დაცული იყოს. გარდა ამისა, 14 ივლისს  ბასტილიის აღების დღე აღინიშნება.

საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა 2015 წლის  13 ნოემბერს პარიზში მომხდარი ტერაქტების შემდეგ გამოცხადდა.  საფრანგეთის დედაქალაქში განხორციელებული თავდასხმების სერიას 130 ადამიანი ემსხვერპლა, 350-ზე მეტი კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში სამარათალდამცავმა ორგანოებმა 400-ზე მეტი პირი დააკავეს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics