|
2016-12-12 15:16:06, 2188 ნახვა
ეკონომიკა
„ვენდის“ ქართულმა წარმომადგენლობამ საუკეთესო ფრანშიზას ტიტული მოიპოვა
„ვენდის“ ქართულმა წარმომადგენლობამ „ვენდის“ ყოველწლიურ გლობალურ კონვენციაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება და საუკეთესო რესტორნების ქსელის ტუტული (Best Franchsie Operations) მიიღო. ჯილდო გაიცემა ფრანშიზაზე, რომელმაც გამორჩეული რესტორნების ქსელის განვითარება შეძლო და „ვენდის“ სტანდარტებს ზედმიწევნით ასრულებს. როგორც „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ აღნიშნა, „საუკეთესო ფრანშიზას“ ტიტული-ყველაზე ღირებული ჯილდოა, რომელსაც ამერიკული რესტორნების ქსელი „ვენდი“ თავისი პარტნიორებისთვის გასცემს. „ეს არის ჯილდო „ვენდის“ კორპორაციული ფასეულობების, მკაცრი ხარისხის კონტროლის სტანდარტების საქართველოში დანერგვისთვის. „ვენდის“ კორპორაციული კულტურა ძალიან ახლოსაა ჩვენს კორპორაციულ კულტურასთან. „ხარისხი ჩვენი რეცეპტია“ ეს „ვენდის“ დევიზია. ჩვენ ვიცავთ „ვენდის“ ხარისხის სტანდარტებს, შევქმენით ფუნქციონალურად ძალიან საინტერესო და მიმზიდველი რესტორნები, ვიცავთ „ვენდის“ ბრენდის ღირებულებათა სისტემას და რომ საქართველოში „ვენდი“ იქცა საყვარელ თავშეყრის ადგილად განაპირობა ის, რომ ჩვენ „ვენდის“ სისტემაში ყველაზ ღირებული ჯილდოს მდლობელები გავხდით“,-განაცხადა სოსო ფხაკაძემ. „ვენდის ქართულმა წარმომადგენლობამ დამატებით მომხმარებლის მხრიდან უმაღლესი შეფასებისთვისაც მიიღო ჯილდო (Golden Grill Award). „ვენდის“ ვაკის ფილიალის გენერალურ მენეჯერს კი, ფულადი ჯილდო რესტორნის წარმატებული მართვისთვის გადაეცა. ცნობისთვის, 2015 წელს ფლორიდის შტატში, ქალაქ ორლანდოში გამართულ გლობალურ შეკრებაზე ამერიკული რესტორნების ქსელის „ვენდის“ ქართულმა წარმომადგენლობამ წარმატებული ბიზნეს საქმიანობისთვის, გამორჩეული რესტორნების ქსელის განვითარებისთვის, მაღალკვალიფიციური თანამშრომლების გუნდის შექმნისთვის და მათ პროფესიონალურ განვითარებაზე ზრუნვისთვის -Jim Near Legacy Award-Talent & OrganizaTional Excellence- ჯილდო მიიღო. „ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება „ვისოლ ჯგუფმა“ 2013 წელს დაიწყო. „მეტი ქართული პროდუქტების“ ინიციატივის ფარგლებში 2015 წლის დეკემბრიდან ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ და „დანკინ დონატსმა“ იმპორტის უდიდესი წილი ქართული პროდუქტებით უკვე ჩაანაცვლა და „სმარტთან“, „მარშესთან“ , „პურის სამყაროსთან“, „მილკოსა“ და „ბადაგთან“ თანამშრომლობით ერთგულ მომხმარებელს ახლა უკვე ქართული პროდუქტებით დამზადებულ ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის, უგემრიელეს კერძებს სთავაზობს.
(R)
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)