|
2016-12-11 12:44:38, 2526 ნახვა
სამართალი
ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულები გაათავისუფლეს
თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, გუშინ ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ორი პირის სასამართლო პროცესი 29 დეკემბრამდე გადაიდო. პროცესის გადადება დაცვის მხარის მოთხოვნით მოხდა, ვინაიდან სამართალდამცველებს კამერების ჩანაწერები არ ჰქონდათ წარმოდგენილი. აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ისინი მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს, დღეს კი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ცნობისთვის, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირის სავალი ნაწილის გადაკეტვას ცდილობდნენ, თუმცა მათ ამის საშუალება საპატრულო პოლიციამ არ მისცა. აღნიშნულის გამო, ავტომობილების გადაადგილება შეფერხებული იყო. „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაციას ითხოვდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)