10:58 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-09 18:09:18, 2952 ნახვა

ეკონომიკა
ეროვნული ბანკი Альфа-Банк-ის საქართველოში შესაძლო შემოსვლას არ ადასტურებს

საქართველოს ეროვნული ბანკი Альфа-Банк-ის საქართველოში შესაძლო შემოსვლას არ ადასტურებს. 

როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული, საბანკო საქმიანობის ლიზენციის მისაღებად Альфа-Банк-ს მათთვის არ მოუმართავს

"საქართველოს ეროვნული ბანკი არ ადასტურებს ინფორმაციას Альфа-Банк-ის საქართველოში შესაძლო შემოსვლასთან დაკავშირებით. საბანკო საქმიანობის ლიზენციის მისაღებად Альфа-Банк-ს საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არ მოუმართავს.

ასევე მცდარია ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ "კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველოს" ფინანსურ აუდიტს ფრანგული აუდიტორული კომპანია სწავლობს და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებს Альфа-Банк-ი შემოსვლასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას.

იმისათვის, რომ აუდიტორულმა კომპანიამ ჩაატაროს ფინანსური აუდიტი, საჭიროა ბანკისგან მიიღოს ბუღალტრული დოკუმენტაცია. ასეთი მოთხოვნა, მითუმეტეს "კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველოს" 2016 წლის ფინანსური მაჩვენებლების წარდგენა რომელიმე აუდიტორული კომპანიისთვის არ მომხდარა. შესაბამისად, ინფორმაცია "კავკასიის განვითარების ბანკ - საქართველოში" აუდიტის შესვლასთან დაკავშირებით ასევე არასწორია", - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics