|
2016-12-09 14:58:32, 1226 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის რეფორმის მეორე ეტაპი იწყება
საქართველოს პრემეირ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის რეფორმების მეორე ტალღა იწყება. კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრს დავით თხოვნით მიმართა, პაციენტებისთვის სერვისის გაუმჯობესების მიზნით, აქტიურად ითანამშრომლოს კლინიკების მენეჯმენტთან, რათა კლინიკური აუდიტის ფორმით, სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა შეისწავლონ: „გასული წლების განმავლობაში ჩვენ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადავდგით, რათა ჩვენი მოქალაქეებისათვის უზრუნველგვეყო ის მომსახურებები, რომლებსაც ისინი დღეს ღებულობენ. ეს იყო უდიდესი შეღავათი და წარმატებული რეფორმა, რომელსაც დღეს არაერთი ქვეყანა სწავლობს ჩვენს მაგალითზე. დღეს ჩვენ გადავდივართ მეორე ეტაპზე, პრიორიტეტებად უფრო მეტად უნდა გამოვკვეთოთ საჭიროებებზე ორიენტირებული სერვისების განვითარება და ხარისხზე გავაკეთოთ მეტი აქცენტი. ჯანდაცვის სამინისტროს მომზადებული აქვს მეორე ახალი ეტაპის რეფორმები, რომლის განხორციელებაც საჭიროებს უფრო პროაქტიულ ჩართულობას ჩვენი მოქალქეების მოსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით,ამიტომ მინდა ჯანდაცვის მინისტრს ვთხოვო, რომ აქტიურად იმუშაოთ კლინიკების მენეჯმენტთან, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან, მოახდინოთ კლინიკური აუდიტის ფორმით სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესწავლა, იქნება ეს ინფექციებზე კონტროლი, მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, გართულების თავიდან აცილების ეფექტური საშუალებები, ასევე სამედიცინო მოვლის ხარისხი უნდა გახდეს პრიორიტეტი, რომ ჩვენს მოქალაქეებს შევთვაზოთ კიდევ უფრო მაღალი დონის ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისი“,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)