|
2016-12-06 17:14:38, 1397 ნახვა
საზოგადოება
ინდონეზიაში საქართველოს საელჩომ 49-ე ყოველწლიურ საქველმოქმედო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა
ინდონეზიაში საქართველოს საელჩომ ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით გამართულ, 49-ე ყოველწლიურ საქველმოქმედო გამოფენა-ბაზრობაში მონაწილეობა მიიღო. ღონისძიებაში ჯაკარტაში აკრედიტებული 53 დიპლომატიური მისია, ასევე სხვადასხვა ადგილობრივი კომერციული ორგანიზაცია მონაწილეობდა. როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გამოფენაზე საქართველოს საელჩომ ქართული კომპანიების მიერ მოწოდებული პროდუქცია, მათ შორის ქართული ღვინო, თაფლი, ტკბილეულობა და მინერალური წყალი, ასევე მინანქრის ხელნაკეთი ნივთები, ქსოვილები და სხვადასხვა სუვენირები წარმოადგინა. გამოფენის ფარგლებში ქართულ კუთხეს ეწვია ინდონეზიის პირველი ლედი ჯოკო ვიდოდო. წარმოდგენილმა პროდუქციამ მისი დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)