02:44 - 29 May, 2026
|
2016-12-06 11:07:58, 882 ნახვა
საზოგადოება
შპს „საქართველოს მელიორაცია“ მარნეულში ახალი სადახლოს სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაციას ახორციელებს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ მარნეულის მუნიციპალიტეტში ახორციელებს ახალი სადახლოს სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაციას. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ცნობით, აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდება მაგისტრალურ არხს და მასზე არსებულ გალერეებს საერთო სიგრძით 14,9 კილომეტრი. სარეაბილიტაციო პროექტი, რომლის ღირებულება 1 539 599 ლარია, 2017 წლის სექტემბერში დასრულდება. შედეგად მარნეულის მუნიციპალიტეტის 12 სოფლის 3 800 ჰექტარ მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმი. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)