|
2016-12-05 12:24:10, 677 ნახვა
საზოგადოება
ოთარ კახიძე: ხელისუფლება ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმით სპეკულირებას აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ეწეოდა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ოთარ კახიძის განცხადებით, ხელისუფლება აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ეწეოდა ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმით სპეკულირებას და ეს სასამართლო გადაწყვეტილებამაც დააადასტურა. როგორც კახიძემ აღნიშნა, ივანიშვილის მართლმსაჯულების სისტემამაც კი ვერ მოახერხა სიმართლეს დაპირისპირებოდა. „ზურაბ ჟანიას საქმეზე ექსპერტ ლევან ჩაჩუას სასამართლო პროცესი დასრულდა და კიდევ ერთხელ აეხადა ფარდა ქართული ოცნების ცილისწამებასა და მიცვალებულის სახელით მანიპულირებას. დადგინდა, რომ ზურაბ ჟვანიას საქმეზე ჩაჩუა უდანაშაულო იყო და მის მიერ შედგენილი დასკვნა აბსოლუტურად სწორი. ივანიშვილის მართლმსაჯულების სისტემამაც კი ვერ მოახერხა სიმართლეს დაპირისპირებოდა და იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში უსაფუძვლოდ სპეკულირებდა ყოფილი პრემიერის გარდაცვალებით. ეს არის ხელისუფლების ჩვეულებრივი სტილი. გაგახსენებთ ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმეს, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას დააბრალეს; სანდრა რულოვსის მიმართა ბრალდებებს, რომ ის ადამიანის ორგანოებით ვაჭრობდა. ეს არის ხელისუფლების სახე და სტილი და ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ჩვენი საზოგოადება კარგად ხედავს“,-აღნიშნა კახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)