|
2016-12-03 18:53:20, 1063 ნახვა
საზოგადოება
გუდაური-კობის მონაკვეთზე დროებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
გუდაური-კობის მონაკვეთზე დროებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს. „მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მესამე დღეა ინტენსიური თოვაა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უამინდობამ შესაძლოა ზვავსაშიშროება გამოიწვიოს, ამიტომ გზის ამ მონაკვეთზე, დროებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ასევე, აკრძალულია გზის გაწმენდითი სამუშაოების წარმოება. გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთთან, ამ დროისთვის გზის გახსნას დაახლოებით 60 ავტომანქანა ელოდება. ხვალიდან, ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად, როგორც კი შესაძლებელი გახდება გზის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება, მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოხდება დაგროვილი ავტოტრანსპორტის გატარება“, - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)