|
2016-12-02 15:54:18, 666 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი არაბული ქვეყნების დელეგაციას შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კატარისა და ქუვეითის სახელმწიფოს სამთავრობო და ბიზნესსექტორის, მათ შორის, კატარის სახელმწიფო კომპანიის „HASSAD FOOD“, წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში აგროსასურსათო სექტორში ინვესტიციების განხორციელების, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების, მათ შორის, საქართველოდან ცხვრის, ცხოველური წარმოშობის პროდუქტის, ცხვრის ხორცის, წყლის, მშრალი ხილისა და თაფლის ექსპორტის საკითხებზე იმსჯელეს. „საქართველოსა და გალფის ქვეყნებს (სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრი ქვეყნები) შორის სავაჭრო ურთიერთობის განვითარებას მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს, რაც აუცილებლად უნდა განვითარდეს და, შესაბამისად, გაიზარდოს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა. როგორც კომპანიის „ალ მავაში“ წარმომადგენელმა შეხვედრაზე განაცხადა, აღნიშნული კომპანია საქართველოდან ქუვეითში ცოცხალი ცხვრის ექსპორტითაა დაინტერესებული. მისივე განცხადებით, დელეგაციის წევრებმა მარნეულის მუნიციპალიტეტში სასაკლაოზე არსებული ვითარება, საკარანტინო ზონა და ბიოუსაფრთხოების პუნქტები დაათვალიერეს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ სტანდარტებს. „მინისტრთან შეხვედრაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში ინვესტიციების განხორციელების საკითხებზე ვიმსჯელეთ. HASSAD FOOD კატარის სახელმწიფო კომპანიაა. ჩვენ ვგეგმავთ ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტს კატარის სახელმწიფოში. ვაპირებთ, შევქმნათ ე.წ ჰაბები, გამანაწილებელი პუნქტები, რომ შემდეგ ეტაპზე ქართული პროდუქცია სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრ სხვა ქვეყნებშიც გავიდეს“, - განაცხადა კომპანიის „HASSAD FOOD“ ბიზნესგანვითარების ვიცე-პრეზიდენტმა, დოქტორმა იუსუფ ჰეგაზემ. სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ქვეყნის მთავარი ვეტერინარი მიხეილ სოხაძე ესწრებოდა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)