18:10 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-02 10:59:41, 1999 ნახვა

სამართალი
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ირანის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, დაკავებულის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 115 აბი „მეტადონი“ ამოიღეს.

„შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1963 წელს დაბადებული, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ზ.ყ. თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 115 აბი და 7 აბის ნატეხი „მეტადონი“ ამოიღეს.

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ზ.ყ.-ს მეტადონის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics