|
2016-12-01 15:51:47, 925 ნახვა
საზოგადოება
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში თხილის მწარმოებელი ფერმერებისთვის სემინარი ჩატარდა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ფერმერებისთვის თხილის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ სემინარი ჩაატარა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ცნობით, სემინარზე თხილის მწარმოებელმა ფერმერებმა მცენარეთა დაცვის აქტუალურ საკითხებზე, თხილის მავნებელ დაავადებებზე და მათ წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე მეთოდებზე მიიღეს ინფორმაცია. გარდა ამისა, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა სემინარის მონაწილეებს თანამედროვე ორგანული და მინერალური სასუქების, მიკროელემენტების შემცველი პრეპარატების გამოყენების რეგლამენტები, ასევე, თხილის გასხვლა-ფორმირების, თხილის ბაღის გაშენებისა და მოვლის აგროწესები გააცნეს და ფერმერებს თხილის მავნე ორგანიზმებისაგან დაცვის ფენოკალენდარული სქემებიგადასცეს. სემინარის ფარგლებში, ფერმერებმა, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებთან ერთად, მიმდინარე წელს თხილის დაბალი და უხარისხო მოსავლის მიღების მიზეზებსა და სამომავლო ღონისძიებებზე იმსჯელეს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)