|
2016-11-28 21:36:16, 778 ნახვა
საზოგადოება
თსუ-ის რექტორი: ყველა სტუდენტს უნდა ჰქონდეს თანაბარი უფლებები
ყველა სტუდენტს უნდა ჰქონდეს თანაბარი უფლებები, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშსა და „აუდიტორია 115“-ის წევრებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განცხადებით, საკამათო საკითხები ნაკლებადაა, უფრო მეტად არის შეფასებითი მიდგომები. პრინციპის დონეზე შეთანხმება ძალიან ადვილია. როგორც მან აღნიშნა, "პრინციპი ერთია და სრულიად შეუვალი, რომელზეც ყველა მხარე ვთანხმდებით. ეს არის ის, რომ სტუდენტის უფლებები მთლიანად უნდა იყოს დაცული". „რამდენიმე ჯგუფთან ძალიან სერიოზული პრობლემები განვიხილეთ. პრინციპში, საკამათო საკითხები ნაკლებადაა, უფრო მეტად არის შეფასებითი მიდგომები. პრინციპის დონეზე შეთანხმება ძალიან ადვილია. პრინციპი ერთია და სრულიად შეუვალი, რომელზეც ყველა მხარე ვთანხმდებით. ეს არის ის, რომ სტუდენტის უფლებები მთლიანად უნდა იყოს დაცული. ყველა სტუდენტს უნდა ჰქონდეს თანაბარი უფლებები. საუბარი მხოლოდ უმაღლეს სასწავლებელზე არ არის. არის უფრო დიდ რეფორმაზე და ჯგუფებზე საუბარი. შესაძლებელია ცვლილებების გატანა მოხდეს საგაზაფხულო სესიაზეც“, - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)