|
2016-11-28 14:24:23, 689 ნახვა
საზოგადოება
"აუდიტორია 115"-სა და თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს შორის შეხვედრა კონკრეტული შედეგით არ დასრულდა
"აუდიტორია 115"-სა და თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს შორის შეხვედრა კონკრეტული შედეგით არ დასრულებულა. სტუდენტ სანდრო შამათავას თქმით, მოლაპარაკებები მხარეებს შორის და უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან კვლავ გაგრძელდება. "მე ვიტყოდი, რომ ამ შეხვედრას საკუთარი აზრი, რეზონანსი და შედეგი აქვს. ჩვენ შევთანხმდით იმ იდეებზე, რომლებიც საერთო გვაქვს. ისინი დაგვეთანხმნენ, რომ მათ მიერ კორპუსის დაკავება სწორი საქციელი არ იყო. მივედით საერთო აზრამდე, რომ გონივრული მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს. სხვა ინფორმაციას ამ ეტაპზე არ გავცემთ, სანამ მოლაპარაკებები კონკრეტულ სახეს არ მიიღებს", - განაცხადა სანდრო შამათავამ. შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი განცხადებით, სწავლის პროცესში ხელი ეშლებათ ამიტომ, ითხოვენ, აუდიტორია 115-მა მე-6 კორპუსი დატოვოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)