|
2016-11-26 14:49:16, 1003 ნახვა
საზოგადოება
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი მოქალქეებს აფრთხილებს
„შეამოწმე შენი მონაცემები“ - ინტერნეტ სივრცეში ახალი ვებგვერდი გამოჩნდა, რომელიც მოქალაქეებს სთავაზობს შეამოწმონ, დავირუსებულია თუ არა მათი ანგარიში. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი მოქალქეებს აფრთხილებს, არ შეასრულონ ამ საიტის ინსტრუქციები, რადგან მისი მიზანი, დიდი ალბათობით, თქვენი საბანკო მონაცემების შეგროვება და საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებაა, - ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მიმართვაშია ნათქვამი. „ვებგვერდი ცდილობს, დაგარწმუნოთ, რომ მათ ბაზაში მილიონზე მეტი დავირუსებული ანგარიშია და მათ შორის შეიძლება, თქვენიც იყოს. ამის შესამოწმებლად კი თქვენგან ითხოვს სახელის და გვარის, საბანკო ბარათის ნომრის, მისი მოქმედების ვადის და CVC კოდის შეყვანას. ამ მონაცემების გამოყენებით თაღლითებმა შესაძლოა სხვადასხვა სახის ზიანი მოგაყენონ, მაგალითისთვის, თქვენს ნაცვლად იყიდონ ნივთები ონლაინ მაღაზიებში. მსგავსი სახელწოდების გვერდი ინტერნეტ სივრცეში რამდენიმე თვის წინაც გამოჩნდა და მალევე დაიბლოკა შესაბამისი რეაგირების შედეგად. თუმცა როგორც ჩანს ინტერნეტ-თაღლითები ისევ ცდილობენ მოქალაქეების პერსონალური მონაცემების მოპოვებას. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი გირჩევთ, არ ენდოთ ამ და მსგავს ვებგვერდებს და არ ჩააგდოთ საფრთხეში თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება”,- ნათქვამია მიმართვაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)