11:40 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-24 13:02:41, 1393 ნახვა

კომენტარი
კახიშვილი: პენიტენციურ დაწესებულებებში, 603 პაციენტი C ჰეპატიტისგან სრულად განიკურნა

პენიტენციურ დაწესებულებებში, 603 პაციენტი C ჰეპატიტისგან სრულად განიკურნა, - ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახიშვილმა აღნიშნა, პენიტენციურ დაწესებულებებში სხვადასხვა სამედიცინო პროგრამაბები მოქმედებს.

"C ჰეპატიტის აქტიური მკურნალობა მიმდინარეობს. 2014 წლიდან დღემდე 1548 პაციენტი გვყავს და 603 პატიენი სრულად განიკურნა ამ დაავადებისგან, ხოლო 558 ბრალდებული ასევე გადის მკურნალობას. რაც შეეხება სუიციდის რისკფაქტორებს, ჩვენ კონტროლზე გვყავს ადამიანები, რომლებიც შემოდიან დაწესებულებაში, ამიტომ ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების დახმარებით მათი შემოწმება ხდება, რის შემდეგადაც სუიციდის რისკფაქტორი განესაზღვრებათ. გარდა ამისა ხორციელდება ტუბირკულიოზის მკურნალობის პროგრამა და 73 ბენიფიციარი გვყავს", - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

კახიშვილის ინფორმაციით, საქართველოს პრობაციის სამინისტრომ დაზიანების აღრიცხვასთან დაკავშირებით სტამბოლის პროტოკოლის წესები მიიღო.

"ჩვენ ვახდენთ დაზიანებებების ფოტოგრაფირებას, იმ შემთხვევაში თუ გამოძიებას დასჭირდება, სრულყოფილი მასალა ჰქონდეს. ასევე, მივეცით საშუალება ომბუდსმენს და მის წარმომადგენელს ფოტოგრაფირების უფლება პენიტენციურ დაწესებულებაში, იმ მიზნებისთვის თუ საგამოძიებო სტრუქტურებს დასჭირდებათ დაზიანების კვალი", - განაცხადა კახიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წელს მეორედ, პუტინმა უკრაინაში ომის ასობით ათასი მსხვერპლი „არა ფუჭად“ მოიხსენია
„გამარჯობა, გრენლანდია!“: ტრამპი კუნძულის შესახებ ახალ პოსტს აქვეყნებს
ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში მომხდარი ავარიის შედეგად 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად ამ დროისთვის 1 000 000 ლარი შეგროვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics