|
2016-11-21 17:32:22, 645 ნახვა
საზოგადოება
ეუთო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა დევნილის მიერ გახსნილი საწარმო მოინახულა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და ეუთო-ს თავმჯდომარის სპეციალურმა წარმომადგენელმა გენდერულ საკითხებში, ელჩმა მელან ვერვერიმ ქალაქ რუსთავში, დევნილ ლეილა ბურნაძის მიერ ახლადგახსნილი სამკერვალო სალონი მოინახულეს. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, ლეილა ბურნაძე ერთ-ერთია იმ 30 დევნილს შორის, რომლებმაც ასოციაცია „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) პროექტის ფარგლებში, დაფინანსება მიიღეს. მათივე ცნობით, პროექტი „საარსებო წყაროების განვითარება ქვემო ქართლის დევნილი მოსახლეობისთვის“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მის მიზანს დევნილი მოსახლეობის სიღარიბის შემცირება და შემოსავლის წყაროების შექმნა/გაძლიერება წარმოადგენს. პროექტის ტექნიკურ მხარდაჭერას სსიპ დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს. ეუთო-ს თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი გენდერულ საკითხებში ელჩი მელან ვერვერი საქართველოს 20 ნოემბერს ესტუმრა. მისი ვიზიტის მიზანს ქალთა უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობის გაცნობა წარმოადგენს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)